დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციები

დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციები
ძირითადად განისაზღვრება 1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. საერთაშორისო სამართლისთვის ცნობილია ოდითგანვე დაწესებული ჩვეულებითი ნორმები, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ისეთ აღიარებულ ფუნქციებს ითვალისწინებს, როგორებიცაა მოლაპარაკება, საინფორმაციო მოღვაწეობა და დიპლომატიური დაცვა. ბევრ სახელმძღვანელოში ამ ფუნქციებს დამატებული აქვს მეოთხე ფუნქცია - წარმომადგენლობა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკასა და დოქტრინაში ისე მყარად დაინერგა, რომ ის 1961 წლის ვენის კონვენციაში აუცილებელი დაზუსტებებით აისახა [...]. წარმომადგენლობა - ითვლება ძირითად ფუნქციად. საელჩოს მთელი მოღვაწეობა - ეს არის წარმომადგენლობა - ე.ი. ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური ურთიერთობის ყველა საკითხთან დაკავშირებით თავისი სახელმწიფოს სახელით გამოსვლა. არსებითად ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს ყველა დანარჩენი.</div>
See also: <<დიპლომატიური წარმომადგენლობა>>
Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»